geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებისთვის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობისათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის შემდეგი მიმართულების აკადემიურ პერსონალს: სოციალური მუშაობა

 

მობილობის პერიოდი: 2025 წლის დეკემბერი 

 

ნომინანტთა შესარჩევი პროცესი:

  • სააპლიკაციო დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  • გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  • საბოლოო შერჩევა (მასპინძელი უნივერსიტეტი)

 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

  1. პასპორტის ასლი;
  2. ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე);
  3. წინასწარი მიღების წერილი, გაცემული მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
  4. CV ინგლისურ ენაზე;
  5. სამუშაო გეგმა ინგლისურ ენაზე არაუმეტეს 2 გვერდისა; ტექნიკური მახასიათებლები: ფონტი - Times New Roman, ფონტის ზომა - 12, line spacing – 1.0, ველები - 2სმ
  6. აპლიკანტის ინფორმირებული თანხმობის ფორმა (გთხოვთ, ჩამოტვირთოთ შესაბამისი დანართი, შეავსოთ გამოტოვებული ველები, ამობეჭდოთ, ხელი მოაწეროთ, დაასკანეროთ pdf ფორმატში და ატვირთოთ მობილობის პორტალზე შესაბამის გრაფაში);

 

კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებული რელევანტური მიმართულების აკადემიურმა პერსონალმა სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) უნდა გამოგზავნოს ელ-ფოსტაზე outgoingmobility@tsu.ge მიმდინარე წლის 27 ნოემბრის 14:59 საათამდე 

 

 

კონკურსის მეორე ეტაპი/გასაუბრება ჩატარდება ცოცხალ რეჟიმში მ/წ 27 ან 28 ნოემბერს.

გასაუბრების დრო და ადგილი ინდივიდუალურად დაეგზავნება ყველა აპლიკანტს პირად ელ-ფოსტაზე;

 

კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე outgoingmobility@tsu.ge